აგრესიული ომი


აგრესიული ომი
• მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმებით. ამასთანავე, სახელმწიფოები ვალდებული არიან თავი შეიკავონ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, რომელიც არღვევს ხალხთა მშვიდობასა და უშიშროებას. აგრესიული ომის განსაზღვრება მოცემულია გაეროს გენერალური ასამბლეის 1974 წლის რეზოლუციაში: ,,აგრესიულად ჩაითვლება სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება სხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ან გაეროს წესდებით დაუშვებელი სხვა რომელიმე სახით. ყოველი სახელმწიფო, რომელიც პირველი გამოიყენებს შეიარაღებულ ძალას, ჩაითვლება აგრესორად, თუკი უშიშროების საბჭო სხვანაირად არ შეაფასებს ამას. მაშასადამე, აგრესიულ აქტად ჩაითვლება: ა) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრა ან თავდასხმა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე; ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც ასეთი თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ანექსია ძალის გამოყენებით; ბ) ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა ან ამ მიზნით სხვა იარაღის გამოყენება; გ) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა სახელმწიფოს ნავსადგურების ან ნაპირების ბლოკადა; დ) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თავდასხმა სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო ძალებზე; ე) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების, რომლებიც იმყოფებიან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოს შეთანხმების ძალით, უკანასკნელის უშიშროების წინააღმდეგ გამოყენება ან შეთანხმების ვადის გაწყვეტის შემდეგაც ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე დატოვება; ვ) ერთი სახელმწიფოს ქმედება, რომელიც აძლევს სხვა სახელმწიფოს საშუალებას გამოიყენოს მისი ტერიტორია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ჩადენისათვის: ზ) ერთი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან სხვა დაქირავებული ძალების შეგზავნა, რასაც იმდენად სერიოზული სახე აქვს, რომ ისინი აგრესიის სხვა სახეებად შეიძლება ჩაითვალოს.’‘ აგრესიული ომის წარმოება არის დანაშაულებრივი აქტი არა მარტო მსხვერპლი სახელმწიფოების მიმართ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის, ვინაიდან საფრთხე ემუქრება საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას. აქედან გამომდინარე, აგრესიისაგან თავს უნდა იცავდნენ არა მარტო სახელმწიფოები, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოებრიობა. აგრესიის უახლოეს მაგალითს წარმოადგენს ერაყის თავდასხმა ქუვეითზე.
Source: ჩუბინიძე ედიშერ. ომის სერთაშორისო-დანაშაულებრივი ხასიათი // ალმანახი №15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.,
• მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და სხვა. საერთაშორისო სამართალი კრძალავს აგრესიული ომს და მას დასჯადად აცხადებს. არ არის აუცილებელი აგრესიული ომი წარიმართოს უშუალოდ სხვა სახელმწიფოს მიერ. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა აგრესიის ახალი სახე, რომელიც არა გარედან, არამედ სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას შიგნიდან ემუქრება. ყოველი სახელმწიფო მოვალეა, თავს შეიკავოს თავის საერთაშორისო ურთიერთობებში აგრესიული ომის წარმოებისაგან, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, აკრძალულია აგრესიული ომის პროპაგანდა, მისი დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება, რაც საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით პირველ ადგილზეა წარმოდგენილი. ამ დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა სისტემა, საზღვრების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა. ობიექტური მხარედ ითვლება აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება. აგრესიული ომის დაგეგმვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებების უზრუნველყოფა, რომელიც აგრესიულ ომს დაწყებისათვის ამზადებს. მომზადება ნიშნავს არსებული გეგმის განხორციელებას, სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას, ცოცხალი ძალის მობილიზებას და სხვა. გაჩაღება გულისხმობს ამა თუ იმ მოქმედების დამთავრებას და აგრესიის პირველი აქტის დაწყებას, ხოლო წარმოება იმით განსხვავდება ზემოაღნიშნული ეტაპებისაგან, რომ ორგანიზატორები არა მარტო გეგმავენ, ამზადებენ ან აჩაღებენ ამ ომს, არამედ ომს სრულიად შეგნებულად, მიზანდასახულად აწარმოებენ. აგრესიული ომის წარმოება აღნიშნული სამი ეტაპის ლოგიკური დასასრულია და ცხადია გაზრდილია სასჯელის ვადები. აგრესიულ აქტად ჩაითვლება: ა) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა; ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც ასეთი თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ძალის გამოყენებით ანექსია. ბ) ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ნავსადგურების ან ნაპირების ბლოკადა. გ) ერთი სახელმწიფოს ქმედება, რომელიც სხვა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მისი ტერიტორია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ჩადენისათვის. დ) ერთი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან დაქირავებული ძალების შეგზავნა, რასაც იმდენად სერიოზული სახე აქვს, რომ იგი აგრესიის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს. ე) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო, ან საჰაერო ძალებზე თავდასხმა. აგრეთვე სხვა ქმედებების განხორციელება, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ დაკვალიფიცირდება როგორც აგრესია, რადგანაც ამა თუ იმ ქმედების აგრესიად აღიარება მხოლოდ უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა. აგრესიული ომი - მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ხელყოფს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და სხვა. საერთაშორისო სამართალი კრძალავს აგრესიული ომს და მას დასჯადად აცხადებს. არ არის აუცილებელი აგრესიული ომი წარიმართოს უშუალოდ სხვა სახელმწიფოს მიერ. ბოლო წლებში ჩამოყალიბდა აგრესიის ახალი სახე, რომელიც არა გარედან, არამედ სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას შიგნიდან ემუქრება. ყოველი სახელმწიფო მოვალეა, თავს შეიკავოს თავის საერთაშორისო ურთიერთობებში აგრესიული ომის წარმოებისაგან, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად, აკრძალულია აგრესიული ომის პროპაგანდა, მისი დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება, რაც საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით პირველ ადგილზეა წარმოდგენილი. ამ დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა სისტემა, საზღვრების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობა და სხვა. ობიექტური მხარედ ითვლება აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან წარმოება. აგრესიული ომის დაგეგმვაში იგულისხმება ისეთი მოქმედებების უზრუნველყოფა, რომელიც აგრესიულ ომს დაწყებისათვის ამზადებს. მომზადება ნიშნავს არსებული გეგმის განხორციელებას, სამხედრო ტექნიკის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას, ცოცხალი ძალის მობილიზებას და სხვა. გაჩაღება გულისხმობს ამა თუ იმ მოქმედების დამთავრებას და აგრესიის პირველი აქტის დაწყებას, ხოლო წარმოება იმით განსხვავდება ზემოაღნიშნული ეტაპებისაგან, რომ ორგანიზატორები არა მარტო გეგმავენ, ამზადებენ ან აჩაღებენ ამ ომს, არამედ ომს სრულიად შეგნებულად, მიზანდასახულად აწარმოებენ. აგრესიული ომის წარმოება აღნიშნული სამი ეტაპის ლოგიკური დასასრულია და ცხადია გაზრდილია სასჯელის ვადები. აგრესიულ აქტად ჩაითვლება: ა) ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა; ნებისმიერი სამხედრო ოკუპაცია, თუნდაც დროებითი, რომელიც ასეთი თავდასხმის შედეგია; სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის ან მისი ნაწილის ძალის გამოყენებით ანექსია. ბ) ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ნავსადგურების ან ნაპირების ბლოკადა. გ) ერთი სახელმწიფოს ქმედება, რომელიც სხვა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მისი ტერიტორია მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის ჩადენისათვის. დ) ერთი სახელმწიფოს მიერ ან მისი სახელით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, რეგულარული ან დაქირავებული ძალების შეგზავნა, რასაც იმდენად სერიოზული სახე აქვს, რომ იგი აგრესიის ნაირსახეობად შეიძლება ჩაითვალოს. ე) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სხვა სახელმწიფოს სახმელეთო, საზღვაო, ან საჰაერო ძალებზე თავდასხმა. აგრეთვე სხვა ქმედებების განხორციელება, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ დაკვალიფიცირდება როგორც აგრესია, რადგანაც ამა თუ იმ ქმედების აგრესიად აღიარება მხოლოდ უშიშროების საბჭოს პრეროგატივაა.
Source: გურგენიძე მ. დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობისა და უშიშროების წინააღმდეგ//ალმანახი №8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

Georgian encyclopedia. 2013.

Смотреть что такое "აგრესიული ომი" в других словарях:

  • ომი — • ა) სამართლიანი, არამტაცებლური, განმათავისუფლებელი, თავდაცვითი, რომელიც მიზნად ისახავს ან ხალხის დაცვას გარეშე თავდასხმისაგან და დამონების ცდისაგან, ან კოლონიებისა და დამოკიდებული ქვეყნების, დაპყრობილი ერების (ხალხების) ეროვნულ განმათავისუფლებელ …   Georgian encyclopedia

  • პოლიტიკური რეალიზმი — სხვა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებისგან განსხვავებით ხატავს საერთაშორისო ურთიერთობების სევდიან სურათს. საერთაშორისო ურთიერთობები დანახულია როგორც მკაცრი კონკურენცია ქვეყნებს შორის, რომლებსაც არანაირი მიზეზი არ აქვთ ერთმანეთს მიენდონ მაშინ,… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»

We are using cookies for the best presentation of our site. Continuing to use this site, you agree with this.